logo
ENG



რუსული კანონის გამო NGO-ები "ღია მმართველობა საქართველოს" საბჭოს ტოვებენ

11 ივნ 202415:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/11/gzot6kkutbos6lv.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობა საქართელოს (OGP) საბჭოს ტოვებენ. ამის შესახებ NGO-ები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

აღნიშნავენ, რომ ხალხის ეროვნული ინტერესების, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მიღებული რუსული კანონი არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ ვენეციის კომისიის დაკვნით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებსაც. 

"ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეფასებით, კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.

რუსული კანონი პირდაპირ არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითადი ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 თებერვლის №110 დადგენილებით შექმნილი საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი, - ნათქვამია განცხადებაში. 

არასამთავრობოები მიმართავენ მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს), უმოკლეს ვადაში მოამზადოს საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში შესაბატანი ცვლილებების პროექტი და დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინოს. 

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი;
  • ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის.

close დახურვა